კითხვის რეგისტრაცია

სვეტის პროექტების ან თქვენი ინდივიდუალური საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაარეგისტრიროთ შეკითხვა.

ჩვენ 2 კვირის ვადაში დაგიკავშირდებით და დაგინიშნავთ შეხვედრას m²-ის ოფისში

დაარეგისტრირეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ დაგიკავშირდებით

დეველოპერული კომპანია m² სვეტის მშენებლობებს დაასრულებს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

მშენებლობების დასრულების მიზნით  კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).  
 

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და -ს მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება -ის მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას -ს 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.

 

მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

ხშირად დასმული კითხვები

რას მოეწერა ხელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონებას“ შორის?


11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.




რომელ პროექტების დასრულება იგეგმება კომპანია m²-ის მიერ?


მშენებლობების დასრულების მიზნით m² კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს:

  • მირცხულავას ქუჩის #9-11
  • ნუცუბიძის ქუჩის #125
  • ჭყონდიდელის ქუჩის #22

ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m²-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.




როდის დაიწყება და დასრულდება მშენებლობა?


m² მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.




როდის აიღებთ ნებართვას?


სამივე ობიექტზე პროექტების მომზადება და მშენებლობის ნებართვების აღება უნდა მოხდეს მემორანდუმის ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში. ეს არის "სვეტისგან" აქტივებისა და ვალდებულებების გადმობარების აუცილებელი წინაპირობა. ამის შემდგომ მოხდება სამშენებლო სამუშაოების განახლება.




იგეგმება თუ არა სვეტის სხვა პროექტებზე მუშაობა?


ამ ეტაპზე კომპანია m²-ის მიერ "სვეტის" სხვა პროექტები არ განიხილება.




რომელი სამშენებლო კომპანია განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს?


ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m²-ის მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.




შეკითხვის შემთხვევაში როგორ დაგიკავშირდეთ?


გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩაგინიშნავთ შეხვედრას.

შეკითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: svetiinfo@m2.ge

ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

  • ნუცუბიძის ქუჩის #125-ის დაზარალებულები: 588 88 00 10
  • მირცხულავას ქუჩა #9-11-ის დაზარალებულები: 588 88 01 87
  • ჭყონდიდელის ქუჩის #22-ის დაზარალებულები: 588 88 07 81




რა საბუთების წარდგენაა აუცილებელი m²-თან შეხვედრაზე?


შეხვედრაზე აუცილებელია წარმოადგინოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სვეტთან გაფორმებული კონტრაქტი;
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;
  • საბანკო ამონაწერი (ჩარიცხვების);
  • სვეტთან გაფორმებული თანხის მიღება-ჩაბარების აქტი;
  • მინდობილი პირის შემთხვევაში მინდობილობა;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).




რა მდგომარეობაში ჩამბარდება ბინა და როგორი იქნება საერთო სარგებლობის ფართები?


ბინები ჩაბარდება შავი კარკასის მდგომარებით, ხოლო კომპლექსები - ექსპლუატაციაში მიღებული. გარემონტებული იქნება სადარბაზოები და საერთო სარგებლობის სივრცეები, დასრულებული ფასადები, კერამოგრანიტით მოპირკეთებული აივნები. კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზოები.




სად და როდის გაიმართება მობინადრეებთან ინდივიდუალური შეხვედრები?


სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრები გაიმართება ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში.

შეხვედრების დანიშვნა დაწყებულია 23 სექტემბრიდან. ყველა მობინადრეს ეტაპობრივად დავუკავშირდებით და დავიბარებთ შეხვედრაზე.




პირველ შეხვედრაზე კონტრაქტს არ ვაფორმებთ?


პირველი შეხვედრაზე m²-ის წარმომადგენელი დაიტოვებს მენაშენის მიერ წარმოდგენილ საბუთებს, შეათანხმებს გადახდის პირობებს შეთავაზებული ვარიანტებიდან, ჩაინიშნავს მის მოსაზრებებს გადახდის გრაფიკთან და ჩაბარების პირობებთან დაკავშირებით.

10 ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაიწყება ხელშეკრულებების გაფორმება და სვეტისგან ვალდებულებების გადმობარება.




როდის გაფორმდება კონტრაქტები სვეტის დაზარალებულებსა და m²-ს შორის?


  • კონტრაქტების გაფორმება დაიწყება 10 ოქტომბრიდან. ყველა მობინადრეს გაუფორმდება კონტრაქტი.
  • იმ მენაშენეებისთვის, რომელთაც სურთ კონტრაქტში გარკვეული ცვლილებების შეტანა (ბინის გადაფორმება მესამე პირზე, ბინის გადაცვლა, ბინის დაბრუნება, ფართის დამატება, ჩაბარების პირობის შეცვლა და ა.შ. )კონტრაქტის პირობების შეცვლა მოხდება m²-ის მიერ პროექტების ნებართვების აღებისა და სამშენებლო სამუშაოების განახლების შემდეგ, თუმცა მანამდე გაფორმდება არსებული პირობებით.




რა შემთხვევაში მჭირდება მინდობილობა ან მინდობილი პირი? რა უნდა ეწეროს მინდობილობაში?


მინდობილობა საჭიროა იმ შემთხვევაში თუ ბინის მესაკუთრე არ იმყოფება თბილისში და ვერ შეძლებს ოფისში მისვლას და ხელშეკრულების გაფორმებას. მინდობილი პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს გენერალური მინდობილობა ბინის ყიდვა-გაყიდვის და მასთან დაკავშირებული პროცედურების უფლებით.

მინდობილობის შაბლონის მიღება შესაძლებელია:

  • მოთხოვნის გაგზავნით მეილზე: svetiinfo@m2.ge
  • ვაჟა ფშაველას #35-ში m² უძრავი ქონების ოფისში
  • მითითებულ ნომრებზე დარეკვით და მოთხოვნით.

მინდობილობის შაბლონს მოგაწვდით ნებისმიერ მსურველს საჭიროების შემთხვევაში.




როდის მივიღებ ბინის გასაღებს და შევძლებ ბინით სარგებლობას?


ბინა ჩაბარდება მობინადრეს მას შემდეგ რაც:

  • სრულიად დასრულდება სამშენებლო სამუშაოები კორპუსში.
  • მომავალი მობინადრის მიერ სრულიად მოხდება თანხის დაფარვა.




გაიზრდება თუ არა ბინის ფასი არსებული მობინადრეებისთვის?


მენაშენეებსა და კომპანია „სვეტს“ შორის გაფორმებულ კონტრაქტში მითითებული ბინის ფასი არ გაიზრდება და დარჩება იგივე m²-თან შეთანხმებაში.




შესაძლებელია თუ არა ბინაზე უარის თქმა და შეტანილი თანხის უკან დაბრუნება?


მიმდინარე ეტაპზე ვისაც აღარ სურს გააგრძელოს კონტრაქტი m²-თან და სურს ხელშეკრულების შეწყვეტა ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია შეხვედრაზე.

  • m²-ის გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში მენაშენეს პირგასამტეხლობის (20%) არ დაერიცხება და სრულად დაუბრუნდება შემოტანილი თანხა.
  • რა ვალუტაში? დასაბრუნებელი თანხა დაანგარიშდება სვეტისთვის გადახდილი $-ის ექვივალენტით ლარში, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
  • რა ვადაში? მსურველთათვის თანხის დაბრუნება მოხდება m²-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლებიდან 6 თვის ვადაში.




როგორ მოხდება სვეტთან უკვე შეწყვეტილი კონტრაქტების ანაზღაურება?


  • იმ მენაშენეებს, ვისაც შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება „სვეტთან“ საკუთარი ინიციატივით და აქვთ სვეტთან გაფორმებული შეთანხმება თანხის დაბრუნებაზე, თანხა ანაზღაურდება სვეტთან დადებული შეთანხმების შესაბამისად (შეთანხმებაში მითითებული $-ის ექვივალენტით ლარში, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით).
  • თანხა დაბრუნდება m²-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლებიდან 3 თვის ვადაში.




შესაძლებელია თუ არა შეწყვეტილი კონტრაქტის მიუხედავად m²-თან შეთანხმების განახლება?


ეს საკითხი განიხილება როგორც ახალი შეთანხმება და ამ საკითხზე გასაუბრება მოხდება ინდივიდუალურად ოფისში წარმომადგენელთან. კომპანიის მხრიდან შემოთავაზებული იქნება პროექტში დაგეგმილი მინიმალური ფასი.




როგორ ჩამეთვლება სვეტთან შეტანილი თანხები?


  • სვეტისთვის გადახდილი თანხა ჩაითვლება როგორც პირველადი შემონატანი და დარჩენილ თანხაზე გაკეთდება შეთანხმება (ერთიანი დაფარვა ან განვადება).
  • შეტანილი თანხების დასადასტურებლად საჭიროა გადახდის ქვითრების წარდგენა, სადაც დასტურდება გადახდა აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში (გთხოვთ წარმოადგინოთ ბანკის ამონაწერი, რითიც დადასტურდება გადარიცხვების ნამდვილობა).




როგორ მოხდება დარჩენილი თანხების გადახდა?


კომპანია სვეტის მენაშენეებს შესთავაზებს გადახდის მოქნილ სქემას რამდენიმე ვარიანტად.

  1. სტანდარტული უპროცენტო განვადება 4 წლის ვადით* (დარჩენილი თანხა გადანაწილდება თანაბრად 48 თვეზე)
  2. სტანდარტული უპროცენტო განვადება 3 წლის ვადით (დარჩენილი თანხის 60% გადანაწილდება 3 წელზე (36 თვე) მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო 40 %-ის განვადება მოხდება ბანკის მეშვეობით გამარტივებულად, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ბანკში განვადება შესაძლებელია 10 წლამდეც კი.
  3. დარჩენილი თანხის ერთიანად გადახდა. ამ შემთხვევაში კომპანია მობინადრეს შესთავაზებს დარჩენილ თანხაზე დისკაუნტს (ფასდაკლებას), იმის მიხედვით თუ რა ვადაზე მოხდება თანხის სრულად დაფარვა. ერთიანად დაფარვა შესაძლებელია როგორც საკუთარი დანაზოგით, ასევე ბანკის 10 წლამდე განვადებით (სესხით).

შენიშვნა:

  • ბანკის განვადებაზე (სესხზე) გადასვლის შემთხვევაში სხვა ბინის ქონა არ იქნება საჭირო, ბანკი ჩაიდებს ამავე ბინას.
  • გამარტივებული სესხი ნიშნავს სესხის აღებას შემოსავლების დადასტურების გარეშე, საჭიროა დაფარული იყოს ბინის ღირებულების მინიმუმ 30-40%, ხოლო m²-თან ფიქსირდებოდეს 6 თვის განმავლობაში სტაბილური ჩარიცხვები ვადის გადაცილების გარეშე.
  • 4 წლიანი განვადების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბინის სარგებლობაში გადაცემა მხოლოდ თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, ანუ 4 წელიწადში მოხდება.
  • თუ მშენებლობა 3 წელზე ადრე დასრულდა და მობინადრემ გადაწყვიტა ბანკის სესხზე გადასვლა ან თანხის საკუთარი სახსრებით სრულად დაფარვა, მას შესაძლებლობა ექნება მაშინვე გადაიფორმოს ბინა და შეძლოს ბინით სარგებლობა.





ბინის შეძენის მსურველებმა მოგვწერეთ:

© 2006 – 2019 m² REAL ESTATE